Posts

მეცხრე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე საინტერესო იყო, ჩემს მიერ შექმნილი პროექტის პორტფოლიო გამოვაქვეყნე ბლოგზე, მოვისმინეთ კოლეგების მიერ შექმნილი პროექტების მოკლე ანოტაციები და მოვახდინეთ ურთიერთშეფასება. ტრენინგი მნიშვნელოვანია ჩემთვის პროექტებით სწავლების პრაქტიკაში ეფექტურად დანერგვისათვის, რაც საშუალებას მომცემს სასწავლო აქტივობები დავუკავშირო აქტუალურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მათი ჩართულობა. დიდი მადლობა ტრენერს ქალბატონ ნინო კაჟაშვილს საინტერესო და ეფექტური კომუნიკაციისათვის.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად გახსენით ბმული

მერვე დღის რეფლექსია

ტრენინგის მერვე დღე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, ვისწავლე ელექტრონული კითხვარის შექმნა და გამოქვეყნება.

პროექტის კითხვარი

კითხვარის სანახავად გახსენით ბმული

მეშვიდე დღის რეფლექსია

ვფიქრობ, რომ ტერენინგის მეშვიდე დღე საინტერესო იყო ჩემთვის. დამხმარე მასალის სახით შევქმენი სლაიდშოუს შაბლონი, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება ეფექტური საპრეზენტაციო მასალის შექმნაში. გავეცანი მრავალმხრივი ინტელექტის გამოყენებით  როგორ შეიძლება შევარჩიოთ შესაბამისი დავალებები. 

ტრენინგის მეხუთე დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ, რომ რომ ტრენინგის მეხუთე დღე საინტერესო იყო ჩემთვის, გავეცანი სლაიდშოუს შექმნის რეკომენდაციებს.  როგორი სახის შეიძლება იყოს მოსწავლის მიერ შექმნილი საპრეზენტაციო ნამუშევარი.

მეოთხე დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ, რომ რომ ტრენინგის მეოთხე დღე საინტერესო იყო ჩემთვის, შევიმუშავე შეფასების სტრატეგიები, გავეცანი შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებს.